თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე რუისის გვირაბში კონიაკით დატვირთულ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომანქანა სომხეთიდან ფოთში მიდიოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას, გორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსმა, მამუკა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ არსებობდა საფრთხე, კონიაკით დატვირთული მანქანის აფეთების შემთხვევაში ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული ორივე გვირაბის სერიოზულად დაზიანების.
მომხდარის გამო მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია. გვირაბში გათიშულია ელექტროენერგია. ადგილზე რჩებიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.




