ჩეხეთი

შვარცენბერგი: ჩეხეთი საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავალი ვერ იქნება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარელ შვარცენბერგმა, ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ იმ სახელმწიფოს სცემს პატივს, რომელიც მასზე დიდია და აქედან გამომდინარე, ჩეხეთი რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლად არ გამოდგება.

ჩეხი მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა ზედმეტად პატარაა იმისთვის, რომ საქართველოსა და რუსეთს ან რომელიმე სხვა ქვეყანას შორის იშუამდგომლოს.

შვარცენბერგმა ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მისი განცხადებით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონტაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისი თქმით, აუცილებელია ქართული მხარე მომთმენი და შემწყნარებელი იყოს.

"რთულია, როდესაც შენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ზოგჯერ უნდა ველოდოთ წლები, ათწლეულებიც კი, მანამ სანამ გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა, მე არ ვიცი როდის დადგება ეს დრო, მაგრამ დადგება აუცილებლად ის დრო, როდესაც ეს შესაძლებლობები გაიხსნება", - განაცხადა კარელ შვარცენბერგმა.

 

კომენტარები