ელექტროენერგია

ნახევარი თეთრით დაბალი ტარიფი 80-მილიონიანი ინვესტიციის მაგივრად

გაზეთი კომერსანტი კომპანია Интер РАО-ზე დაყრდნობით, საქართველოს ხელისუფლებასა და ენერგოკომპანია თელასს შორის მიღწეული შეთანხმების დეტალებს ასაჯაროებს. როგორც ირკვევა, იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას მომხმარებელთა ნაწილისთვის ელექტროენერგია ნახევარი თეთრით გაეიაფებინა, თელასის მხრიდან განსახორციელებელ მნიშვნელოვან ინვესტიციებზე უარი თქვა. ამასთან, გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, კომპანიამ ელექტროენერგიის გაიაფების ვალდებულება მხოლოდ 4 წლით აიღო, ინვესტირების ვალდებულებისგან კი - 2025 წლამდე გათავისუფლდა. 

თელასთან გაფორმებული ძველი კონტრაქტი კომპანიას 2011-2013 წლებში 80.5 მილიონი ლარის (48.7 მილიონი აშშ დოლარის) ინვესტირებას ავალდებულებდა. ინვესტიციების დიდი წილი გათვლილი იყო ელექტროსადგურ ხრამი-3-ის მშენებლობაზე. 

ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ახალი ელექტროსადგურები თუ არ აშენდება, საშუალო და გრძელ ვადაში შეიძლება დეფიციტი შეიქმნას. ეს კი ფასებზე კიდევ უფრო უაყოფითად იმოქმედებს: საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტირება მოუწევს (ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს ელექტროენერგია ექსპორტზე გააქვს), ხოლო მეზობელ ქვეყნებში საბითუმო ელექტროენერგიის ფასი საქართველოზე უფრო მაღალია.

კომენტარები