საქართველოს რკინიგზა

აეროპორტთან საწვავით სავსე 4 ვაგონი ამოტრიალდა

თბილისის აეროპორტთან სატვირთო მატარებლის ოთხი ვაგონი ამოტრიალდა. ვაგონები საწვავით იყო დატვირთული.  შემთხვევა დღეს, 8 აპრილს დილის 8 საათისთვის მოხდა. რკინიგზის დაახლოებით 100-მეტრიან მონაკვეთზე ლიანდაგები აყრილია. ლიანდაგებიდან გადავარდა 4 ცისტერნა, მათ შორის - მემანქანის კაბინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. 

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ისინი საწვავის აალების თავიდან აცილებას ცდილობენ. 

ავარიის ადგილას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც იმყოფებიან.

კომენტარები