ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა 73 ხმით, 6-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ 226-ე მუხლის I ნაწილი შეიცვალა. ახალი რედაქციით, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოხდება, თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა არ განიხილონ.
უმცირესობის შეფასებით, ამ ინიციატივით პროკურორების ხელში გადადის ბრალდებულის უფლება - თავად გადაწყვიტოს, საქმე სასამართლომ განიხილოს, თუ ნაფიცმა მსაჯულებმა.




