საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს ინფორმაციას, რომელის თანახმად 2013 წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცხო ქვეყნის ვიზიტორების რაოდენობამ 37%-ით მოიმატა.
მხოლოდ მარტში საქართველოს საზღვარი 363 286 უცხოელმა ვიზიტორმა გადაკვეთა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტის ინტერვალში კი ჯამურმა რაოდენობამ 928 898 ვიზიტი შეადგინა - ეს 37,2%-ით მეტია 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
"2013 წლის მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+40.1%), აზერბაიჯანიდან (+9.4%), სომხეთიდან (+53.1%), რუსეთიდან (+102.6%), უკრაინიდან (+63.5%) და ირანიდან (+3.2%) განხორციელდა. ასევე, გარკვეული ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით მარტში გამოირჩევიან პოლონეთის (54%), შუა აზიის ქვეყნებიდან - უზბეკეთისა და ყაზახეთის (შესაბამისად 43% და 30%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი ბელორუსიის მოქალაქეები - 36%-იანი მატებით", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





