ეგვიპტე

ეგვიპტეში სატირიკოსი პრეზიდენტისა და მუსლიმი ძმების გაშარჟებისთვის დააკავეს

ეგვიპტის პრეზიდენტის და მუსლიმთა საძმოს გასარჟების შემდეგ, პროკურატურამ ეგვიპტის ცნობილი კომიკოსი, ბასამ იუსეფი დაპატიმრების ბრძანება გასცა.   კომიკოსმა ეგვიტპის პრეზიდენტი მოჰამედ მურსი და მუსლიმური საძმო თავის ყოველკვირეულ სატელევიზიო გადაცემაში გააშარჟა. იუსეფი ცნობილია იმით, რომ საინტერესოდ ბაძავს პრეზიდენტს მეტყველებასა და ჟესტიკულაციაში.

მას შემდეგ, რაც იუსეფის დაპატიმრების გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა, იუსეფმა ტვიტერზე დაწერა, რომ სამართალდამცავებს ჩაბარდებოდა, თუმცა კარგი იქნებოდა, მისთვის მანქანა გამოეგზავნათ და მისი მგზავრობის ხარჯები მაინც დაეზოგათ. პოპულარული სატირიკოსის მხარდასაჭერად პროკურატურასთან აქციაც გაიმართა.

კომენტარები