თბილისის საკრებულო

ზაალ სამადაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ რჩება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაალ სამადაშვილი, თანამდებობაზე დარჩა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

სამადაშვილის საკრებულოს თავმჯდომარედ დარჩენა-არდარჩნის საკითხი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში პირველი იყო.

კანონმდებლობის თანახმად, დღეიდან სამი თვის განმავლობაში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი ვერ დადგება.

როგორც ზაალ სამადაშვილმა აღნიშნა, სხდომაზე ამ საკითხის დასმაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ფიქრობდა და საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

"დღევანდელმა დღემ, 7 დეპუტატის დაკითხვაზე დაბარებამ საბოლოო გადაწყვეტილება მიმაღებინა. არცერთი ჩემი კოლეგის არათუ ტანჯვა-წამებად, უბრალო სტრესადაც არ მიღირს არანაირი სკამი და თანამდებობა. ამიტომ, გადავწყვიტე, დამეყენებინა კენჭისყრაზე თანამდებობაზე ჩემი დარჩენა-არდარჩენის საკითხი", - განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის შვი­დი წევ­რი და­ი­ბა­რეს.

მოგვიანებით საკითხის კომენტირებისას თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა: ”ამ 26 ადამიანს ებრძვის ცენტრალური მთავრობის მთელი სისტემა- უმრავლესობა და, მისდა სამწუხაროდ, პირადად ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, ვფიქრობ, ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ძალიან ღირსეულმა ადამიანმა, ზაალ სამადაშვილმა, რომ დამდგარიყო მისი ნდობის საკითხი. ვულოცავ მას და თბილისელებს, რომ იგი დარჩა საკრებულოს თავმჯდომარედ. რაც შეეხება შიხიაშვილის ოცნებების ასრულებას, ეს პროცესი ალბათ, სულ მცირე, სამი თვით გადაიწევს". 

კომენტარები