აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან ბავშვის გარდაცვალების გამო აქცია გაიმართა

ქუთაისში, პარლამენტის წინ, ერთ წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი არამარტო ხელისუფლების არამედ საზოგადოების უმოქმედობასაც აპროტესტებდნენ. 

"საზოგადოებამ აღარ უნდა დაუშვას, რომ საქართველოშ ჩვილი ბავშვი შიმშილით გარდაიცვალოს",- განაცხადა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

აქციის მონაწილეების თქმით, მათ 1100 ლარის შეგროვება შეძლეს თუმცა ბავშვის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს. 

შეგახსენებთ, რომ 1 წლის გოგიტა აბაშიძე დღეს, 23 მარტს საავადმყოფოშ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. 

 

კომენტარები