კრიმინალი

ყაზბეგის გამზირზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია

20 მარტს, გვიან ღამით, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული სერგო პ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში თავის მეგობარ რომან გაბეხაძესთან მივიდა, რომელიც ამ პუნქტში ოპერატორად მუშაობდა. ურთიერთშელაპარაკების დროს სერგო პ-მ რომან გაბეხაძეს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მკვლელობიდან რამდენიმე წუთში დააკავეს და დანაშაულის იარაღი, დანა, ამოღებულია. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. ის 7-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

კომენტარები