რუსეთის საგარეო პოლიტიკა

კვიპროსი რუსეთისგან დახმარებას ევრაზესში გაწევრიანების შედეგად მიიღებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლის, სერგეი გლაზევის განცხადებით, რუსეთი კვიპროსს ფინანსურად იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ ის ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრი გახდება.

„კვიპროსის პრობლემების გადაჭრას შევძლებდით, თუ კვიპროსი ჩვენი იურისდიქციის ქვეშ იქნებოდა - დავუშვათ, ევრაზესში. მაშინ ის შეძლებდა კრედიტების მიღებას ევრაზესის ანტიკრიზისული ფონდიდან, როგორც ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ბელარუსი იღებენ. ახლა კი ჩვენგან ითხოვენ დავეხმაროთ ქვეყანას, რომელიც ჩვენს იურისდიქციაში არ იმყოფება. თუ ქვეყანას ნამდვილად უნდა რუსეთისგან დახმარების მიღება, ესე იგი, მას დასჭირდება ჩვენს ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა გლაზევმა.

მისი თქმით, რუსეთმა უნდა შექმნას სუვერენული საფინანსო სისტემა, რომელიც დსთ-ის ქვეყნებზე იქნება ორიენტირებული. „მსოფლიო საფინანსო სისტემის ცენტრი ყოველთვის გადაწყვეტს თავის პრობლემებს პერიფერიების ხარჯზე, ამიტომ საჭიროა საკუთარი ფულადი სისტემის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება საკრედიტო წყაროებზე“, - აღნიშნა მრჩეველმა.

 

კომენტარები