პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხრა ელჩის დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა. საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში - არჩილ გეგეშიძე
- ელჩი ბელგიის სამეფოში და ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი - ნატო საბანაძე
- ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი - ეკაერინე სირაძე-დელონე
- ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენელი - კონსტანტინე ზალდასტანიშვილი
- ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) მუდმივი წარმომადგენელი - კარლო სიხარულიძე
- ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში - თეიმურაზ ჯანჯალია
- ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში - ზაალ გოგსაძე
- ელჩი უკრაინაში - მიხეილ უკლება
- ელჩი უნგრეთში - ზაზა კანდელაკი