კენიის საპრეზიდენტო არჩევნები

კენიის საპრეზიდენტო არჩევნებში კენიატამ გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემებით, კენიის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის დამფუძნებლის შვილმა, უჰურუ კენიატამ გაიმარჯვა. საარჩევნო კომისიის მიხედვით, კენიატამ ხმათა 50.03% მიიღო. მისმა მთავარმა ოპონენტმა, პრემიერმინისტრმა რაილა ოდინგამ ხმათა 43.3% პროცენტი მოიპოვა. ოდინგა 2007 წლის არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას და მაშინაც დამარცხდა.

კენიატას საერთაშორისო საზოგადოება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით გასამართლებას უპირებს. ბრალდება 2007 წლის არჩევნების შემდეგ მომხდარ არეულობას უკავშირდება. არეულობის შედეგად 1000-მდე ადამიანი დაიღუპა, 600,000-ს კი საცხოვრებლის მიტოვება მოუწია. დასავლეთმა გააფრთხილა კენია, რომ კენიატას არჩევის შემთხვევაში დიპლომატიური ურთიერთობები გართულდებოდა.

კომენტარები