მთავარი პროკურატურა

არჩილ კბილაშვილი: თავდაცვის სამინისტროში ასეული მილიონი ლარის დანაკლისი გამოჩნა

არჩილ კბილაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს  ფინანსური მდგომარეობის შესწავლის შედეგად, მილიონობით ლარის დანაკლისი  იქნა აღმოჩენილი. მისი თქმით პასუხისმგებელი პირები მას შემდეგ გამოიკვეთება, რაც  დანაკლისის რაოდენობის დაზუსტება  მოხდება.

"ჩვენი და შინაგან სამინისტროს შესაბამისი უწყება ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას 2005-2012 წლებში. წინასწარი მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ უკვე გამოჩნდა რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დანაკლისი. ამ ეტაპზე ხდება სარევიზიო აქტებით ციფრების დაზუსტება. შემდეგ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით მოხდება პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა. როცა ეს საკითხი დასრულდება, საზოგადოებას ამის შესახებ ეცნობება", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

კბილაშვილი ასევე შეეხო თავდაცვის სამინისტროს მიერ ნაციონალური მოძრაობის საწვავით მომარაგების ფაქტს და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს სახსრების არამიზნობრივი გამოყენების  გარშემო არსებულ მონაცემებს, სამინისტრო გადაუგზავნის პროკურატურას, რის შემდეგაც გამოძიებას პროკურატურა გადაიბარებს. 

კომენტარები