თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯეი კერნიმ განცხადება გააკეთა, ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს პასუხად, რომელზეც ვიდეოეფექტებით გაფორმებული, ცეცხლის ალებში გახვეული ამერიკელი სამხედროები და ბარაკ ობამაა გამოსახული.
"ჩვენთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის პროვოკაციული პროპაგანდა ნაკლებად შემაშფოთებელია, ვიდრე პროვოკაციული ქმედებები. ჩრდილოეთ კორეა არღვევს გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს, როდესაც საქმე ეხება მის ბირთვულ პროგრამას. ჩვენ ვმუშაობთ მოკავშირეებთან ერთად იმისთვის, რომ იზოლაციასა და წნეხის ქვეშ მოვაქციოთ ჩრდილოეთ კორეა, აღებული საერთაშორისო ვალდებულებების უწყვეტი დარღვევებისთვის", - განაცხადა ჯეი კერნიმ პრესასთან საუბრისას.
გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ცდა ჩაატარა. ფხენიანის თქმით, მტრულად განწყობილი ამერიკის ფაქტორის გათვალისწინებით, ის ცდილობს საკუთარი თავდაცვის გაუმჯობესებას.
ჩრდილოეთ კორეა
თეთრი სახლი: ჩრდილოეთ კორეა არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს





