ნაციონალური მოძრაობა-რეგიონები

საპარლამენტო უმცირესობა სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა დატოვა

საპარლამენტო უმცირესობის რიგები, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა გურამ მისაბიშვილმა დატოვა. 

გურამ მისაბიშვილმა ფრაქცია ნაციონალური მოძაობა-რეგიონების დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა. როგორც ცნობილია, მისაბიშვილი ამ ეტაპზე არცერთ სხვა ფრაქციაში არ შედის და პარლამენტის დამოუკიდებელ წევრად რჩება. 

ფრაქციაში ნაციონალური მოძრაობა-რეგიონები სულ 6 დეპუტატი იყო გაწევრიანებული, რაც მისი არსებობისთვის მინიმალური ოდენობააა. გურამ მისაბაშვილის გამოკლებით, ფრაქციაში 5 ადამიანი დარჩა.

კომენტარები