პრეზიდენტის წლიური ანგარიში

ფილიპ დიმიტროვი: არჩეული წარმომადგენლების ცემა აღმაშფოთებელია

"ხალხის შეკრება პოლიტიკურ ღონისძიებებზე იერიშის მისატანად მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. არჩეული წარმომადგენლების ცემა და მათზე იერიშის მიტანა აღმაშფოთებელია და არ არის სასიკეთო საქართველოსთვის", - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებს საინფორმაციო Front News-თან საუბარში.

 შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის ყოველწლიური საანგარიშო მოხსენების მოსმენაზე უარი განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, 8 თებერვალს მოხსენებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსულიყო. დილიდან მიმდებარე ტერიტორიაზე პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა შეკრება დაიწყო. მომიტინგეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისულ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს სცემეს. მოგვიანებით პრეზიდენტმა საზოგადოებას ავლაბრის რეზიდენციიდან მიმართა.

კომენტარები