თბილისის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიამ გაავრცელა.
ხიზანეიშვილი საგამოძიებო სამსახურში უკვე მივიდა.
როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური, თბილისის მერიის მიერ 2006 წელს, ქალაქის დასუფთავების მიზნით დაარსებულ შპს თბილსერვის ჯგუფის საქმიანობას სწავლობს.
გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ''დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზეც'' აწარმოებს.



