დაკითხვა

თბილისის მერიაში გიგი უგულავას დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის მერიაში გიგი უგულავას მოწმის სტატუსით დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხვას არ ესწრება გიგი უგულავას ადვოკატი.

მერს მისსავე კაბინეტში პროკურორი ნუგზარ სალია და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თამარ კუჭავა კითხავენ.

გიგი უგულავას დაკითხვა თბილსერვის ჯგუფის საქმეზე მიმდინარეობს. ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, უგუ­ლა­ვა და­კით­ხვა­ზე თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან 5,2 მი­ლი­ო­ნის გაფ­ლან­გვის საქ­მე­­ზეა და­ბა­რე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, შპს თბილ­სერ­ვის­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბი და კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, თბილ­სერ­ვი­სის საშ­ტა­ტო და სა­ბი­უ­ჯე­ტო გან­რი­გი გი­გი უგუ­ლა­ვამ და­ამ­ტკი­ცა.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა,  გუშინ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 13.00 საათისთვის დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს და გამომძიებელს საკუთარ კაბინეტში ელოდება. 

კომენტარები