საქრთველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: პატრიარქი ხელს შეუშლის საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების მცდელობას

დარწმუნებული ვარ, პატრიარქი ღირსეულ პასუხს გასცემს და ხელს შეუშლის საქართველოს უკან - რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების ყველანაირ მცდელობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საპატრიარქოში გუშინ გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. 

"მე კარგად მახსოვს ეკლესიის როლი რამდენიმეთვიანი მასშტაბური ოკუპაციის დროს, 2008 წელს, როდესაც ეკლესია არა მხოლოდ არ დამალულა, არამედ აქტიურად ჩაერთო სოციალურ როლში და ყველა საკითხში, რომელიც ძალიან რთულ სიტუაციაში ჩვენს ხალხს სჭირდებოდა. მე მისი უწმინდესობისგან ვიცი, რა შემოთვლები ჰქონდა 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, რომ რაღაცა ისეთი როლი ეთამაშა ეკლესიას, რომელიც გარკვეულ დისტანცირებას მოახდენდა საქართველოს დამოუკიდებლობის და ოკუპაციასთან არშერიგების იდეასთან. ამას პატრიარქმა გასცა ძალიან ღირსეული პასუხი და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ პასუხს გასცემს და ყველანაირ მცდელობას შეუშლის ხელს საქართველოს უკან - რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების. ჩვენი ქრისტიანობა ასევე არის ჩვენი პასპორტი ევროპაში. ევროპულ სახლს ჩვენ ვერავინ ვერ ჩამოგვაშორებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ საზეიმო მიღებაზე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ძველით ახალ წელს ერთად შეხვდნენ.

კომენტარები