დაკავებები

სოზარ სუბარი: გვარამია დანაშაულებრივი სისტემის ხელმძღვანელ რგოლში მუშაობდა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ''ნიკა გვარამია რუსთავი 2-ში გადასვლამდე იმ დანაშაულებრივი სისტემის ხელმძღვანელ რგოლში მუშაობდა, რომელიც სააკაშვილმა და ადეიშვილმა შექმნეს''. მინისტრის განმარტებით, გვარამიას დაკავება მის წარსულ საქმიანობას უკავშირდება.

"უფრო მეტი კომენტარისგან თავს შევიკავებ, რადგან ვარ იმ სისტემის ხელმძღვანელი, სადაც შესაძლოა, მას ყოფნა მოუწიოს, ან შესაძლოა, არც მოუწიოს. ჯერ უნდა ჩატარდეს სასამართლო, რომელიც ამას გადაწყვეტს. ამიტომ ჩემგან არ იქნება კორექტული მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე. დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება სამართლიანი და საზოგადოება ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებს. სააკაშვილის შემდგომ საქართველოში პოლიტიკური დევნა გამორიცხულია, სიტყვის თავისუფლება კი გარანტირებულია", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, 19 დე­კემ­ბერს ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ნი­კა გვა­რა­მა­ია, ალე­კო ხე­თა­გუ­რი, თე­ლა­სის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი დე­ვი კან­დე­ლა­კი და კი­დევ 3 პი­როვ­ნე­ბა და­ა­კა­ვა. ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბით, მათ ქრთა­მის მი­ღე­ბის სქე­მა შე­ი­მუ­შა­ვეს. პრკუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, თე­ლა­სი და კი­დევ 3 კომ­პა­ნია სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ის და­ი­ქი­რა­ვებ­და. რე­ა­ლუ­რად კი კონ­სულ­ტან­ტის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი ფუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ხელ­ში მოხ­ვდე­ბო­და. 

კომენტარები