lib-კლუბი

lib-კლუბი „მურაბიანი მაჭკატების დღეს“ მოაწყობს

lib-კლუბი 25 დეკემბერს პირველი მასშტაბური ღონისძიების მოწყობას გეგმავს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მიუსაფარ ბავშვებს მიეძღვნება.

25 დეკემბერს, 15:00-დან 18:00 საათამდე ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში "მურაბიანი მაჭკატების დღე" მოეწყობა. წაიკითხავენ ასტრიდ ლინდგრენის ცნობილ ნაწარმოებებს, დღესასწაულის გაფორმებაზე კი ჯგუფი Inner Voice და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები იზრუნებენ. ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ ასტრიდ ლინდგრენის წიგნები. მურაბიანი მაჭკატებით კარნავალის "დატკბობას" "კულინარიის აკადემია" უზრუნველყოფს.

lib-კლუბის დამფუძნებლები და წევრები ძირითადად სტუდენტები არიან. კლუბი მიზნად ისახავს როგორც საგანმანათლებლო, სახელოვნებო და სოციალური პროექტების განხორციელებას, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვას. 

კომენტარები