ჯანდაცვა

დავით სერგეენკო: სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სის­ტე­მა იქ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრ 112-ის ხელმძღვანელობას შეხვდა.  განხილვის მთავარი თემა სამედიცინო ცენტრში არსებული პრობლემები იყო, მათ შორის შრომითი პირობები, ავტოპარკისა და ტექნიკური აღჭურვილობის საკითხები. 
"ჩვენ უკვე გვაქვს გეგმა, არსებობს სამუშაო ჯგუფი. გვაქვს უამრავი კონკრეტული შედეგი და მე იმედი მაქვს, რომ თბილისის და მთლიანად საქართველოს სასწრაფო დახმარების სისტემა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი", - განაცხადა დავით სერგეენკომ", - აღნიშნა დავით სერგეენკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის გასაუმჯობესებლად ჯანდაცვის სამინისტროში მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სამინისტროს და 112-ის თანამშრომლებით დაკომპლექტდება.
აღნიშნული მონიტორინგის ჯგუფის შექმნას სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობაც მიესალმება. 
"უკვე ცნობილია, რომ შემდეგ წელს იგეგმება ხელფასების 20%-იანი ზრდა და ავტოპარკის 100%-ით განახლება. სამინისტროს აქვს თავისი ობიექტური ხედვა ჩვენს სისტემაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამიტომაც შეიქმნება კომისია, რომელიც არსებულ პრობლემატიკას შეისწავლის", - განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა გიორგი თოდუამ. 

კომენტარები