შსს

პროსტიტუციის ბუნაგების მოწყობისთვის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით შსს-ის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დააკვეს ხუთი პირი, რომელთაც სამართალდამცავები გონიოსა და ბათუმის ტერიტორიაზე პროსტიტუციის ბუნაგების მოწყობაში ადანაშაულებენ. 
დაკავებულებს შორის თურქეთის მოქალაქეებიც არიან. 
”საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირებს გინიოსა და ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ნაქირავები ჰქონდათ სასტუმროები და ორგანიზებას უწევდნენ პროსტიტუციის ბუნაგების მოწყობას” - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით (პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის  გადაცემა) მიმდინარეობს. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ  და  გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

კომენტარები