დაკავება

შსს-მ პოლიტიკური პარტიის - მოძრაობა სამართლიანი საქართველოს - წევრი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამი რამაზ ახალკაცი დააკავეს, რომელიც გამვლელებსა და ხაშურის რკინიგზის სადგურის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა.

ახალკაცი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატად პოლიტიკური პარტიიდან - მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის - იყრიდა კენჭს. ის ამ პარტიის ხაშურის რაიონული ორანიზაციის თავმჯდომარეა. 1991 წლიდან 2006 წლამდე კი ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურის გამგებელი იყო.  

დაკავებულს ჩეზეს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა რვა ვაზნით. საქმე 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება) მეორე ნაწილით, 151-ე მუხლით (მუქარა) და 239-ე მუხლის (ხულიგნობა) პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ჯამში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები