პრემიერი

ივანიშვილი: შეძრწუნებულები ვართ ტრაგედიით, რომელიც ამერიკელ ხალხს დაატყდა თავს

პრემიერი ივანიშვილი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს, მან Faceook-ის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შეძრწუნებულები ვართ იმ ტრაგედიით, რომელიც ამერიკელ ხალხს დაატყდა თავს. უბედურებამ, რომელმაც 27 ადამიანის, მათ შორის 20 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, შეძრა მთელი მსოფლიო. ქართველი ხალხის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

დღესვე ამერიკელ ხალხსა და მთავრობას სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტმაც გამოუცხადა.

 

კომენტარები