ქონებრივი დავები

ბიზნესცენტრის ტერიტორიის ნაწილის სავარაუდო მეპატრონე ივანიშვილს კომპენსაციას სთხოვს

დღეს, 13 დეკემბერს, Prime Time-ის პრესკლუბში, მოქალაქე მარინე იაკობიშვილმა ბრიფინგი გამართა. იგი ბიძინა ივანიშვილს საკუთრების უფლების აღდგენას და კომპენსაციას სთხოვს. 
იაკობიშვილის თქმით, ივანიშვილის ბიზნესცენტრის ტერიტორიის ნაწილი მის მეუღლეს ეკუთვნოდა. ამ ტერიტორიაზე მას სასაუზმე სოლოლაკი ჰქონდა გახსნილი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნული ქონება მარინე იაკობაშვილის სახელზე უნდა გადასულიყო, თუმცა, როგორც თავად იაკობაშვილი აცხადებს, ქართუ ჯგუფში შემავალმა კომპანია შპს ინტერ სერვისმა სასაუზმე დაანგრია და ტერიტორია ბიზნესცენტრს მიუერთა.
იაკობაშვილი კომპენსაციის ზუსტ ოდენობას არ ასახელებს. "თვითონ იანგარიშოს ბატონმა ბიძინამ, სასაუზმე სოლოლაკი იყო მოქმედი", - აცხადებს იაკობაშვილი.

კომენტარები