ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილისთვის გაუგებარია, რიყის პროექტთან დაკავშირებით მისი მისამართით კითხვების გაჩენა

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რიყის განვითარების პროექტის განხორციელებით მის დაინტერესებას ადასტურებს და აცხადებს, რომ პროექტის საბოლოო ვარიანტის ხილვის შემდეგ, მის განხორციელებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება სამართალდამცავ ორგანოებს და პროკურატურას რიყის პროექტთან დაკავშირებით, მისი მისამართით გაუჩნდეთ კითხვები. 

"ქალაქმა რიყის პროექტი გამომიგზავნა, რომელიც ნახატის დონეზე იყო შესრულებული. ნახატზე იყო ორი გრაფინი, რომელზეც ამბობენ, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა და გრაფინები ჩვენი სიმბოლოა. ის, რაც ვნახე, ნამდვილად მომეწონა და ვთქვი, რომ ავაშენებდი მუსკომედიის თეატრს, მაგრამ როცა პროექტი არქიტექტორს ზომებში მოვაყვანინე და რეალური ნახატი ავაგეთ, მივიღეთ საშინელება. მაშინ კატეგორიულად უარი ვთქვი ამ პროექტის განხორციელებაზე და მათ ავუხსენი, რომ პირველადი ნახატი იყო შეცდომით აგებული და ის არ ჯდებოდა ზომებსა და პროპორციებში", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რი­ყის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გან­ცხა­დე­ბა დღეს გა­ავ­რცე­ლა. 

გუშინ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების ობიექტურად ჩასატარებლად, ''ფონდ ქართუს ხელმძღვანელობა და დღევანდელი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიკითხონ, რომელიც რიყის განვითარების ყველა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო''.

 

კომენტარები