სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 50-მდე მსჯავრდებული დატოვებს

8 და 9 დეკემბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებს 50-მდე მსჯავრდებული, მათ შორის - ორი ქალი და ორი მძიმე ავადმყოფი დატოვებს, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა 8 დეკემბერს გაიმართა. კომისიის წევრებმა სულ 300-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისია და ადგილობრივი საბჭოები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ მსჯავრდებულთა განცხადებების განხილვას.

 

კომენტარები