კანონპროექტი

სამხედრო რწმუნებულის პოსტის შემოღება დროებით გადაიდო

სამხედრო რწმუნებულის პოსტის შემოღება დროებით გადაიდო. კანონპროექტი სამხედრო რწმუნებულის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა უკან გაიწვია.

მისი განმარტებით, პროექტზე მსჯელობის გაგრძელება არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციის ფარგლებში გადაწყდა.

''არის ფინანსური ნაწილი, ბიუჯეტი მტკიცდება და, სავარაუდოდ, ვერ მოესწრებოდა ამ კანონპროექტის დროულად ასახვა კანონმდებლობაში, ამიტომ არ ვიჩქარეთ და დიალოგის ფორმატში ვეცდებით გამოვნახოთ ის მისაღები ფორმა, რომელიც უნდა წაადგეს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვას", - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს ირაკლი სესიაშვილმა. 

შეგახსენებთ, სამხედრო რწმუნებულის თანამდებობის შექმნის შესახებ, პარლამენტში კანონპროექტი ერთი თვის წინ შევიდა. კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო რწმუნებული ჯარისკაცების უფლებების დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი. 

 

კომენტარები