მე-9 არხი

მე-9 არხის გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს

ტელეკომპანია მე-9 არხის გენერალური დირექტორი, კახა ბექაური თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ბექაურმა მე-9 არხის ეთერით განაცხადა.

როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, თანამდებობის დატოვების მიზეზი ტელეკომპანიაში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესია, ხოლო გენერალური დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე, ლუბა ელიაშვილი შეასრულებს.

"როგორც ვთქვით, მე-9 არხის რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მისი გარდაქმნა, ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს - უნდა შეიცვალოს იურიდიული სტატუსი, ფორმა, სტრუქტურა. გუშინ ვთქვი, რომ ვიყავი არხის დირექტორი. დღეს ვწერ განცხადებას შვებულებაზე, მაგრამ ვტოვებ არხს, შვებულების შემდეგ აღარ ვიქნები ხელმძღვანელი. შვებულების პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ არხზე მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს შევუწყო ხელი", - განაცხადა კახა ბექაურმა. 

კომენტარები