შსს

გორში სამი სახელმწიფო მოხელე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად გორში დააკავეს სამი სახელმწიფო მოხელე - შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი რევაზ  კახნიაშვილი, ერედვის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი ივანე მიდოდაშვილი და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე ზანგალაძე.
მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც არ არის სახელმწიფო მოხელე. 
რევაზ კახნიაშვილის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 20-გრამიანი შპრიცი ამოიღეს, რომელშიც, სავარაუდოდ, მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ბ ქვეპუნქტით: ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

კომენტარები