მარჯანიშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის უკან მომხდარი მკვლელობა გახსნილია, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
გიორგობიანის განმარტებით, ჩიქობავას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც. შსს-ს ვერსიით მკვლელობა ქონებრივ დავას უკავშირდებოდა.
ჩიქობავა მარჯანიშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის უკან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.




