მარჯანიშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის ეზოში მოკლული სოსო ჩიქობავა წინა ხელისუფლების დროს, სავარაუდოდ, საგადასახადო სამსახურში მუშაობდა. ამის შესახებ ეკლესიის მრევლმა, ხათუნა კეზერაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა. თუმცა კეზერაშვილი ვერ აკონკრეტებს უკავშირდება თუ არა ჩიქობავას მკვლელობა მის ძველ სამსახურს. გარველებული ინფორმაციით, ჩიქობავას ახალმა ხელისუფლებამაც შესთავაზა მაღალი თანამდებობა. მრევლის ქმით, ჩიქობავას საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებითაც ჰქონდა დავა.
სოსო ჩიქობავა მარჯანიშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მას 6 ტყვია ესროლეს. ჩიქობავა რუსული ეკლესიის მრევლი და იღუმენის თანაშემწე იყო.




