საპარლამენტო უმცირესობა

სერგო რატიანი: ივანიშვილს ვიღაცამ უნდა აუხსნას, რას ნიშნავს დემოკრატია

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა ივანიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

"გუშინდელმა პრესკონფერენციამ ჩემზე შემაშფოთებელი შთაბეჭდილება დატოვა. როცა ვიხსენებ, ვის შეეძლო გაეკეთებინა ასეთი განცხადება, ერთადერთი ვინც მახსენდება, არის ჯაბა იოსელიანი", - აცხადებს რატიანი. მისი თქმით, ამნისტია უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანების საზოგადოებაში რეინტეგრაცია და არა კრიმინალის ზრდა და ამაზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. რატიანმა ასევე უარყოფითად შეაფასა ივანიშვილის პოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით  და მას რუსული ოლიგარქული ხედვა უწოდა. 

"ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება შეუერთდეს ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიას, ეს არის წარმოუდგენელი. მე მგონი ივანიშვილს ვიღაცამ უნდა აუხსნას, თუ რას ნიშნავს დემოკრატია. ეს გაკვეთილები ვიღაცამ უნდა ჩაუტაროს. შეიძლება ფსიქიკური ბალანსი დაირღვეს, მაგრამ უნდა ვეცადოთ", - განაცხადა სერგო რატიანმა.

კომენტარები