ინციდენტი

საავადმყოფოში ბადრაგის თანამშრომელი გარდაიცვალა

ცნობილი გახდა, რომ ღუდუშაურის კლინიკაში მომხდარი ინციდენტის დროს ბადრაგის ერთ-ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანილ პატიმრებს შორის ჩხუბი მოხდა, ბადრაგის  თანამშრომელი კი, ამ დაპირისპირების აღკვეთის დროს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში ციხის ბადრაგის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ინციდენტის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბადრაგის გარდაცვალება უეცარმა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა მიზეზმა გამოიწვია და მიუხედავად რეანიმაციული ჩარევისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი 48 წლის იყო, მის სახელსა და გვარს საავადმყოფოში არ ასახელებენ.

 

კომენტარები