სააპელაციო სასამა

სააპელაციო სასამართლო შოთა ხიზანიშვილს პატიმრობაში ტოვებს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, თბილისის მერის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ხიზანიშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, ის აღმკვეთი ღონისძიების თავდებობით ან გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატის განმარტებით, ხიზანიშვილს თავდებში თბილისის მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის 12 წევრი უდგებოდა.

შეგახსენებთ, თბილისის მერის მოადგილე და შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი 15 ნოემბერს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს. 

კომენტარები