გენშტაბი

გენშტაბის ყოფილ უფროსს გირაოს გადახდა დაეკისრა

გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს, გიორგი კალანდაძეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაოს გადახდა დაეკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დააკმაყოფილა კალანდაძის ადვოკატის შუამდგომლობა, გირაოს სახით 10 ათასი ლარის გადახდის შესახებ.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბაჩო ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის შუამდგომლობა უსაფუძვლო იყო, რადგან ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალაიას სტატუსი არ შეეცვლებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ის ამჟამადაც პატიმარია.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი კალანდაძისა და ყოფილი შს მინისტრის, ბაჩო ახალაიას საკითხი სასამართლოს მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც მათ ბრალი დაუმძიმდათ.

 

კომენტარები