BBC

BBC-ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

BBC-ის გენერალურმა დირექტორმა ჯორჯ ენტვისლმა ორთვიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზი BBC-ის გარშემო აგორებული სკანდალი გახდა. საქმე ეხება BBC-ის ჯგუფის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ეთერში 2 ნოემბერს გავიდა. ის ბავშვთა სახლებში პედოფილიის შემთხვევებს ეძღვნებოდა.

სიუჟეტი მოგვითხრობდა ბავშვთა სახლების აღმზრდელებზე, რომლებიც ბავშვების სასტუმროებში კლიენტებთან ტარებით იყვნენ დაკავებულნი. ერთ-ერთი დაზარალებული ხელს ადებდა ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის წევრს, რომელიც, მისი თქმით, ბავშვებს ხშირად იძახებდა. ეთერში გვარი არ დასახელებულა, თუმცა, მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობა, რომ ამ მაღალჩინოსანში ლორდი მაკელპაინი მოაზრებოდა.

ლორდმა დანაშაული კატეგორიულად უარყო. BBC-ის მისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. გენერალური დირექტორი კი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა - მისი განცხადებით, საბოლოოდ ის თავად იყო პასუხისმგებელი შინაარსზე და ბოდიში აქვს მოსახდელი, რადგან სიუჟეტი ეთერში გასვლამდე არ უნახავს.

 

 

კომენტარები