ფოთის პორტი

ფოთის პორტი პარალიზებულია

ფოთის პორტის თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ. წარმოდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით მათ ნავსადგურის მენეჯმენტისგან წერილობითი პასუხი მიიღეს. 
თანამშრომლების თქმით, არცერთი მათი მოთხოვნა წერილში საკმარისად ასახული არაა და ამიტომ საწარმოო  რაიონების 100% კვლავ გააგრძელებს გაფიცვას. 
„აქამდე პორტის 70% იყო გაჩერებული, მაგრამ ამ დროისთვის, ნამდვილად 100%-ითაა პარალიზებული. საბუქსირე სამსახური ჩვენთან ერთად დგას, ისინიც გაფიცულები არიან“, - განაცხადა საგაფიცვო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ელგუჯა ანდღულაძემ.

კომენტარები