მთავრობის სხდომის გახსნისას საქართველოს პრემიერმინიტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვერ ისაუბრებს ყველა საკითხზე, რომელიც დღევანდელ სხდომაზე განიხილება.
პრემიერმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მიერ შემოტანილ საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობის სხდომაზე კერძო და სახელმწიფო ფართებში უკანონოდ შეჭრილთა აღრიცხვის საკითხზე ისაუბრებენ.
„შეჭრა შემთხვევით არ ხდება, ორგანიზებულ ქმედებას ჰგავს და ამას გამოკვლევა დასჭირდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ამის შემდეგ სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.




