ბიძინა ივანიშვილი

პრემიერმა აჭარის უმაღლეს საბჭოში "განსხვავებული უმცირესობა" დაინახა

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

"უმცირესობის პოზიცია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს, გულწრფელად არ მომეწონა. კარგი იქნებოდა, რომ მიეღოთ მონაწილეობა. ჩემი აზრით, ეს მათი ხელმძღვანელის მიერ დარეკილი ზარის გამო მოხდა.” - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმა აჭარის უმაღლეს საბჭოში "განსხვავებული უმცირესობა" დაინახა. მისი თქმით, საინტერესო იყო უმცირესობის წარმომადგენლების სახეები, რომლებიც მისი შეფასებით ”გულწრფელი და დაბალანსებული” ადამიანები არიან.

ივანიშვილი სხდომას სტუმრის სტატუსით, სასულიერო პირებთან ერთად ესწრებოდა.

 

 

 

კომენტარები