აჭარა

ივანიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძე წარადგინა

პრემიერმა ივანიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძე წარადგინა. ხაბაძე ”ქართუ ბანკის” აჭარის ფილიალს ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად ამ თანამდებობაზე დასახელებულნი იყვნენ, ”ქართული ოცნებიდან” უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე და პოლიტიკური სკოლის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიან, რომელმაც თანამდებობაზე უარი განაცხადა.

"პირველ რიგში მინდა დაგარწმუნოთ, რომ ახალი გადაწყვეტილება რეგიონის მოსახლეობას სხვა რეალობაში გადაიყვანს. ჩემი მიზანია, რეგიონი მოწინავე იყოს ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში. სიკეთეს ყველა მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს" - ამბობს არჩილ ხაბაძე.

 

 

კომენტარები