იტალიის ყოფილ პრემიერ–მინისტრს სილვიო ბერლუსკონის, რომელსაც გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სასჯელი შეუმცირეს. ბერლუსკონის 4 წლიანი ვადა ერთ წლამდე შეუმცირეს.
მილანის სასამართლომ ყოფილ პრემიერს აგრეთვე, საჯარო სამსახურში ყოფნა 3 წლით აუკრძალა. სასამართლომ დაადასტურა, რომ ბერლუსკონი 90-იან წლებში მონაწილეობას იღებდა ფინანსურ მანიპულაციებში.
1994-1999 წლებში ბერლუსკონის კომპანიამ ამერიკული ტელეკომპანიებისა და ფილმების ჩვენების უფლება იყიდა, რაშიც 470 მილიონი ევრო გადაიხადა. პროკურატურის განცხადებით, დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ბერლუსკონიმ რამდენი ათეული მილიონი ევროს "გათეთრება" მოახერხა,
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლო პროცესს არ დასწრებია.





