საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო სამმართველოს უფროსმა გოგა გრიგალაშვილმა თანამდებობა დატოვა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის სალომე მახარაძის განცხადებით, გრიგალაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა და სამინისტროს უწყებიდან წავიდა.
გოგა გრიგალაშვილი საპატრულო პოლიციის შექმნიდან თბილისის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა, შემდეგ ის საქართველოს საპატურლო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.




