სილვიო ბერლუსკონი

ბერლუსკონის 4 წელი მიუსაჯეს

მილანის სასამართლომ გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით სილვიო ბერლუსკონის 4 წელი მიუსაჯა და საჯარო სამსახურში ყოფნა 3 წლით აუკრძალა.  სასამართლომ დაადასტურა, რომ ბერლუსკონი 90-იან წლებში  მონაწილეობას იღებდა ფინანსურ მანიპულაციებში.

1994-1999 წლებში ბერლუსკონის კომპანიამ ოფშორულ ზონაში ამერიკული ტელეკომპანიებისა და ფილმების ჩვენების უფლება იყიდა, რაშიც 470 მილიონი ევრო გადაიხადა. პროკურატურის  განცხადებით, დოკუმენტები ცხადყოფს რომ  ამ მანიპულაციით ბერლუსკონიმ რამდენი ათეული მილიონი ევროს "გათეთრება" მოახერხა, რადგან გადახდილ  და რეალურ ფასს შორის სხვაობა დიდია.

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლო პროცესს არ დასწრებია. 

კომენტარები