საქართველო-ისრაელი

ბინიამინ ნეთანიაჰუმ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და მთავრობის მეთაურად დანიშვნა მიულოცა.

საქართველოს პრემიერმინისტრის Facebook-ის გვერდის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ბინიამინ ნეთანიაჰუსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დღეს შედგა. ორი ქვეყნის პრემიერმა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ბინიამინ ნეთანიაჰუმ ქართველი კოლეგა ისრაელში დაპატიჟა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა.

 

კომენტარები