მუამარ კადაფი

კადაფის მკვლელობაში ფრანგული კვალი აღმოაჩინეს

მუამარ კადაფის ცხედარი

ნიკოლა სარკოზი და მუამარ კადაფი
ფრანგული საიდუმლო სპეცდანაყოფი, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს ემორჩილება და მის პირდაპირ ბრძანებებს ასრულებს, გენერალ კადაფის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამ ცნობას Daily Telegraph-ი ჩრდილოაფრიკულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მუამარ კადაფი 2011 წლის 20 ოქტომბერს, მის მშობლიურ ქალაქ სირთას მახლობლად მოკლეს. კადაფის ადგილმდებარეობას ბაშარ ალ ასადის დახმარებით მიაგნეს, რომელმაც თვითგადარჩენის მიზნით სოლიდურ ფასად გაყიდა კადაფის საიდუმლოებანი. ასადმა დამასკოზე საფრანგეთის წნეხის მოხსნის სანაცვლოდ ფრანგებს კადაფის ტელეფონის ნომერი შესთავაზა. „ინფორმაციის სანაცვლოდ, ასადმა მიიღო პირობა, რომ საფრანგეთი სირიას საგარეო ვალის დაბრუნების ვადებს გაუხანგრძლივებდა და ასადის რეჟიმზე პოლიტიკურ წნეხს შეამცირებდა”, – განაცხადა რამი ელ ობეიდიმ, ლიბიის განვითარების საბჭოს ხელმძღვანელმა.

ელ ობეიდის ამ განცხადებას ლიბიის გარდამავალი მთავრობის ყოფილი პრემიერმინისტრი მაჰმუდ ჯიბრილი გამოეხმაურა. ჯიბრილი ამჟამად ლიბიის უდიდეს პოლიტიკურ პარტიას მეთაურობს. მან დაადასტურა, რომ კადაფის ლიკვიდაციის ოპერაციაში უცხოელი აგენტებიც იყვნენ ჩართულები, თუმცა ეროვნება არ დაუკონკრეტებია. ელ ობეიდის კი სჯერა, რომ პროცესში გადამწყვეტი როლი სწორედ ფრანგულმა სპეცსამსახურებმა ითამაშა.

მას შემდეგ, რაც NATO-მ „არაბული გაზაფხულის” და რევოლუციონერების დახმარება დაიწყო, კადაფიმ ღიად წამოიწყო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტთან მისი ახლო ურთიერთობების საიდუმლო დეტალების შესახებ. საუბრები შეეხებოდა იმ მილიონობით დოლარს, რომელიც სარკოზიმ ლიბიური წარმომავლობის დეპოზიტიდან 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად მიიღო. „კადაფის ცოცხლად აყვანის შემთხვევაში სამართალდამცავებს მისი დაკითხვის შესაძლებლობა მიეცემოდათ, ეს კი ბევრს შეიყვანდა ჩიხში”, – ამბობს ვიკილიქსის შემქმნელი ჟულიან ასანჟი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეში სხვა ყოფილი დასავლელი ლიდერებიც არიან ჩართულები, მათ შორის, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი, რომელიც ახლო ურთიერთობაში იყო ლიბიის დიქტატორთან. 2004 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახდა ერთ-ერთი პირველი დასავლელი ლიდერი, რომელიც იმ დეკადაში ეწვია ლიბიას და საჯაროდ შეხვდა კადაფის. პრემიერმა ტონი ბლერმა დადებითად შეაფასა კადაფის მოქმედებები და იმედი გამოთქვა, რომ ლიბია ძლიერი მოკავშირე გახდებოდა

ტონი ბლერი და მუამარ კადაფი
ინტერნაციონალურ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ. 2007 წლის ივლისში კი საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ესტუმრა ლიბიას – გაფორმდა ხელშეკრულებები სხვადასხვა სფეროებში ლიბიასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ.

მას შემდეგ, რაც ფრანგებმა კადაფის სატელიტური კავშირის ნომრის იდენტიფიცირება მოახერხეს, მათ მომდევნო ამოცანას მისი ადგილსამყოფელის დადგენა წარმოადგენდა – რისთვისაც ისევ ბაშარ ალ ასადი გამოიყენეს, რომელმაც საიდუმლო ხაზზე დაურეკა კადაფის. NATO-ს მობილური ჯგუფის ექსპერტებმა მოახერხეს არაბ ლიდერებს შორის საკომუნიკაციო ტრეფიკის დაჭერა და მუამირ კადაფის ადგილმდებარეობის დადგენა.

NATO-ს თვითმფრინავებმა შეტევა კადაფის სამალავზე მიიტანეს, ხოლო მეამბოხეების კოორდინირებულმა ჯგუფებმა, რომლებიც, რამი ელ ობეიდის თქმით, ფრანგების დავალებას ასრულებდნენ, კადაფი ხელში ჩაიგდეს. ამის შემდეგ ლიბიის ერთ-ერთი ყველაზე

მუამარ კადაფის ცხედარი
გავლენიანი გენერალი სასტიკი წამების და გაუპატიურების მსხვერპლი აღმოჩნდა. ერთ-ერთი იმ მეამბოხეთაგან, 22 წლის ბენ ომრაჰ შაბაანი, რომელიც კადაფის „სასიკვდილო ჭრილობის” ავტორად ითვლება, კადაფის მომხრეებმა ჯერ ცემეს, ხოლო შემდეგ ორი სასიკვდილო ჭრილობაც მიაყენეს. ამის მერე, ის „მოულოდნელად” საფრანგეთში გადააფრინეს სამკურნალოდ, სადაც 2012 წლის 1 ოქტომბერს გარდაიცვალა. „ამ მოვლენების ურთიერთკავშირი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოოდ ბევრ რამეს აეხდება ფარდა”, – განაცხადა იბნ მუმნიმ, ბენღაზის საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა.

1993 წლის ოქტომბერში კადაფის მოკვლის პირველი მცდელობა იყო – ლიბიელი სამხედრო დაჯგუფებების მიერ. ამას შემდგომში, 1996 წელს, სისხლიანი აჯანყება მოჰყვა კადაფის წინააღმდეგ, მაგრამ წარუმატებლად. უკანასკნელი ოპერაცია 2011 წელს განხორციელდა, რითაც მუამარ კადაფის 40-წლიან ერთპიროვნულ მმართველობას წერტილი დაესვა.

კომენტარები