ომბუდსმენი

გიორგი ტუღუში: არაერთხელ განვაცხადე, რომ ომბუდსმენის პოსტი დავტოვე

სასჯელაღსრულების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ტუღუში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, მის მიერ ორი თანამდებობის დაკავების შესახებ.

როგორც გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მან სახალხო დამცველის თანამდებობა დატოვა. მისი განმარტებით, სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, მას არ ჰქონია ვალდებულება, რომ  განცხადებით ვინმესთვის  მიემართა.

,,არაერთხელ განვაცხადე, რომ დავტოვე ომბუდსმენის პოსტი და დავთანხმდი მინისტრის თანამდებობას, რომელზეც მე დავინიშნე სექტემბრის თვეში, თუ კონკრეტულ პირებს სურვილი აქვთ ომბუდსმენის არჩევის ვადა გაახანგრძლივონ და ამისათვის გარკვეული ფორმალობები მოიშველიონ, სულ ცოტა, არაეთიკურია’’, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილის თქმით, გი­ორ­გი ტუ­ღუშს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კით­ხთა მი­ნის­ტრია, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე არც სა­კუ­თა­რი აპა­რა­ტის და არც პარ­ლა­მენ­ტის­თვის ამ დრომ­დე არ მი­უ­მარ­თავს.

კომენტარები