საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტმა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილი 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.
პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
,,მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინ ნდობა გამომიცხადეთ, შევეცდები გავამართლო ეს ნდობა, მაგრამ ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტი კოლექტიური ორგანოა და მე მხოლოდ თქვენი მუშაობის უკეთ ორგანიზება შემიძლია. საქმე თქვენი საკეთებელია ჩემთან ერთად.''-განაცხადა დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.





